სუპერმოდელი კენდალ ჯენერი და სერიალ „ეიფორიის“ (Euphoria) ვარსკვლავი, მსახიობი ჯეიკობ ელორდი, ავსტრალიაში მოგზაურობისას პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ, სადაც მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს ერთმანეთთან შეხამებული, დახვეწილი სტილის დემონსტრირება.
ჯენერმა არჩევანი ლურჯ სპორტულ ზედაზე შეაჩერა, რომელსაც ამავე ფერის ბენდანა, შავი შარვალი და მზის სათვალე შეუხამა. ელორდის კი, თავის მხრივ, ბრენდ Arc’teryx-ის ყვითელი საწვიმარი ქურთუკი და კეპი ეხურა, ქვედა ტანზე მანაც შავი შარვალი და მზის სათვალე მოირგო.
წყვილი სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ქალაქში, მსახიობის მშობლიური ბრისბენიდან სულ რაღაც რამდენიმე საათის სავალზე, კაფეში საუზმობისას შენიშნეს.
ალბათ გასაკვირი არც არის, რომ ვარსკვლავური წყვილის ლუქები ერთმანეთს ასე ხშირად ემთხვევა, მათ მსგავსი მოდური გემოვნება აქვთ და ორივე მათგანს მუდმივად ვხედავთ ისეთი წამყვანი ბრენდების სამოსში, როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta და The Row.
მათი „სინქრონული“ სტილი აქამდეც არაერთხელ გამხდარა განხილვის თემა.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ტოკიოში მოგზაურობისას, რამენის მირთმევისას ორთავეს სადა, შავი მაისურები ეცვა.

მაისში კი, როდესაც ისინი კენდალის დასთან, კაილი ჯენერსა და მის ბოიფრენდ, ტიმოთი შალამესთან ორმაგ პაემანზე შენიშნეს, პაპარაცებისგან თავის დასაღწევად კენდალმაც და ელორდიმც oversized (დიდი ზომის) ჰუდები მოირგეს.




