Digest Logo

ხორვატიაში სახლები 13 ცენტად იყიდება - პირობები, რომელიც სახლის შეძენამდე უნდა იცოდეთ

1706188711
ხორვატია ხორვატია

ხორვატიის ჩრდილოეთ ნაწილში, მოსახლეობის დეფიციტის გამო, ქალაქ ლეგრადში სახლების გაყიდვა 13 ცენტად დაიწყეს.

წარსულში ლეგრადი იყო ქალაქი, რომელიც განსაკუთრებული დემოგრაფიული ზრდით გამოირჩეოდა. მეთვრამეტე საუკუნეში აქ - 6039 მოსახლე ფიქსირდებოდა. თანამედროვე რეალობა ისტორიის საპირისპიროა. ლეგრადის მოსახლეობა 1918 წლის შემდეგ მცირდება, ეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ განაპირობა. 

დღეს ქალაქი ახალ მოსახლეებს ეძებს, სადაც 13 ცენტად შესაძლებელია მიწის ნაკვეთის შეძენაც, სამომავლოდ სახლის აშენების პერსპექტივით. 

არის რამდენიმე პირობა, რომელიც სახლის შეძენამდე მყიდველმა უნდა იცოდეს:

მყიდველები აუცილებლად 45 წლამდე უნდა იყვნენ, სავალდებულოა იყვნენ ქორწინებაშიც, არ უნდა იყვნენ ნასამართლევი და სხვა ქონებას არ უნდა ფლობდნენ.

დამატებით შანსები აქვთ წყვილებს, რომელთაც შვილები ჰყავთ.

ამასთან, ხორვატიული მოქალაქეობა საჭირო სულაც არ არის.

ლეგრადი მინდვრებითა და ტყეებითაა შემოსაზღვრული და უნგრეთის საზღვართან მდებარეობს. ამჟამად დასახლებაში 2000 ადამიანი ცხოვრობს, რაც 70 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

13 ცენტად სახლების გაყიდვა ქალაქში ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს. მას შემდეგ ახალი მოსახლეების დამსახურებით ლეგრადში საცხოვრებლად აუცილებელი დაწესებულებები გაჩნდა – სკოლა, აფთიაქი, ექიმი, სტომატოლოგი და ახალი მაღაზიები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია პრაღაში მოგზაურობენ - ფოტოები

⭕„ცოლ-შვილიანები დაიკიდეთ! ხომ გჯერათ ჩემი?!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

⭕ „დე, მინდა იცოდე რომ ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის“ - ქუჩის ექსპერიმენტის საინტერესო შედეგები და ემოციური ინტერვიუ