Digest Logo

კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ბორნის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა - BBC

1788118907
კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპირო

კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა, განაცხადა ადგილობრივი თურქული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჩრდილოეთ კვიპროსის დე ფაქტო თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა უნალ უსტელმა განაცხადა, რომ ბორანზე 259 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. კერძო საკუთრებაში არსებული ბორანი კირენიის პორტიდან გაემგზავრა და წყალში შესვლიდან მალევე ჩაძირვა დაიწყო. ბორანი თურქეთის პორტ ტასუჯუსკენ მიემართებოდა.

უსტელის თქმით, ტრაგედიის მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გემის კაპიტანი და ეკიპაჟის შვიდი წევრი დააკავეს.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც თურქეთის ხელისუფლებაც ჩაერთო. ადგილზე იმყოფებიან უსაფრთხოების ძალები, სამაშველო ჯგუფები და ჯანდაცვის წარმომადგენლები. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა უნდა იცოდეთ სასკოლო ფორმების შეძენასთან დაკავშირებით

⭕„2 წლის გახდა ჩვენი ანდრია! ბედნიერი მომავალი გქონდეს ერთიან და ძლიერ საქართველოში!“ - გიორგი ძოწენიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

🎥 „არსად არ მილაპარაკია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერია“ - რას ჰყვება გვანცა დარასელია