Digest Logo

ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა 93 წლის ასაკში ცოლი შეირთო

1674309175
ბაზ ოლდრინი

ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა 93 წლის ასაკში ცოლი შეირთო. ამის შესახებ BBC იუწყება. ოლდრინი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ასტრონავტი, რომელიც ნეილ არმსტრონგთან ერთად, 1969 წელს მთვარეზე დაფრინდა.

ოლდრინმა ქორწინება თავისი დაბადების დღეს დაამთხვია. მისი რჩეული დიდი ხნის მეგობარი ქალი ანა ფაურია, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსია.

ჯვრისწერის ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა. ანა ფაური ბაზ ოლდრინის მეოთხე ცოლია.

„მე და ჩემმა დიდი ხნის სიყვარულმა დაქორწინება გადავწყვიტეთ. ორივე ვნერვიულობთ, თითქოს თინეიჯერები ვიყოთ“ - დაწერა ოლდრინმა „ტვიტერში“.

მთვარეზე მისიის შემდეგ ბაზ ოლდრინმა  ასტრონავტის კარიერა მალევე, 1971 წელს დაასრულა და შემდეგ პილოტების სკოლას ხელმძღვანელობდა.