Digest Logo

ლეონარდო დიკაპრიოს თქმით „ტიტანიკი“ მეორედ არასდროს უნახავს

1766056169
ლეონარდო დი კაპრიო

ჰოლივუდის ვარსკვლავები - ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი, გამოცემა Variety-ის და ტელეკომპანია CNN-ის ერთობლივ პოპულარულ გადაცემას „მსახიობები მსახიობებზე“ ესტუმრნენ.

აღნიშნულ გადაცემაში მსახიობები ერთმანეთთან პირისპირ სხედან და ღიად საუბრობენ.

გადაცემის მიმდინარეობისას ჯენიფერ ლოურენსმა დიკაპრიოს ჰკითხა, უნახავს თუ არა მას „ტიტანიკი“ ხელმეორედ, რაზედაც ლეონარდოს პასუხი იყო - არა. მან აღნიშნა, რომ თავისი მონაწილეობით ფილმებს არ უყურებს და „ტიტანიკიც“ იმიტომ ნახა, რომ თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ამის შემდეგ მას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი აღარ უნახავს. ამ ფაქტმა, დიკაპრიოს გულშემატკივრები შეიძლება ითქვას, შოკში ჩააგდო. გაკვირვებას ვერ მალავდა ჯენიფერ ლოურენსიც, რომელმაც დიკაპრიოს კითხვაზე, უყურებს თუ არა ის საკუთარი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს, უპასუხა: „ტიტანიკისნაირ“ შედევრში რომ მიმეღო მონაწილეობა და მთავარი როლი შემესრულებინა, აუცილებლად ვნახავდი არაერთხელ“.

აღსანიშნავია, რომ ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით ფილმი One Battle After Another, რომელიც 2025 წელს გამოვიდა, ოსკარების 2026 წლის დაჯილდოების ერთ-ერთ ტრიუმფატორად განიხილება.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Variety (@variety)

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი

🎥 „ორი კვირა დამჭირდა, გამომეყვანა მდგომარეობიდან...სატანური დღეებია“ - ასტროლოგიური პასუხისმგებლობა: სად გადის ზღვარი პროგნოზსა და ადამიანზე ზემოქმედებას შორის?

⭕ეგვიპტეში 4 400 წლის მზის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

წყარო: www.beaumonde.ge