დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში საათში ერთხელ ერთი გაუპატიურება რეგისტრირდება. ამის შესახებ BBC იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს ლონდონის პოლიციაში გაუპატიურების შესახებ 8, 800 შეტყობინება შევიდა, რაც საშუალოდ 24 შეტყობინებას ნიშნავს.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კვლევის შედეგებს „საშინელება“ უწოდეს და ვარაუდობენ, რომ სექსუალური დანაშაულის რეალური მასშტაბი გაცილებით დიდია.
ლონდონის პოლიციაში და დიდი ბრიტანეთის პროკურატურაში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გასულ წელს პოლიციაში „სხვა სექსუალური დანაშაულის“ შესახებ 11 ათასი შეტყობინება შევიდა და მათი მეოთხედი 18 წლადმე ახალგაზრდებს ეხებოდათ.
2018-დან 2023 წლებში მსგავსი ტიპის რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და წელიწადში დაახლოებით 20 000 მიაღწია.
დიდ ბრიტანეთში 2022 წელს 16 წელზე უფროსმა 800 000-მა ქალმა განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ წელიწადში მინიმუმ ერთხელ გაუპატიურება ან სექსუალური ძალადობა იყო ჩადენილი. გარდა ამისა, 2023 წელს ლონდონის პოლიციას 4 300-მა ბავშვმა მიმართა, რომლებიც გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვების წინააღმდეგ გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის ფაქტები ლონდონში 2 საათში ერთხელ ხდება.
როგორც ბავშვების წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობის დაუშვებლობის ეროვნული საზოგადოების დირექტორის მოადგილე ენ ფიცჯერალდი აცხადებს, ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულები რეკორდულ ნიშნულზეა და ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირება უნდა მოახდინოს, რათა ეს პრობლემა გადაჭრას.
უფლებადამცველი ორგანიზაციები პროკურატურის და პოლიციის მუშაობის არაეფექტიანობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა „დაკარგული ნდობა უნდა აღიდგინონ“.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომატებული იქნება შფოთვები და შიშები“ - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან