18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში მომხდარს ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
იამ გადაცემა „ფარული კონვერტის“ ვიდეოც გაგვიზიარა, რომლის სტუმარიც კესარია იყო.
„2019 წელი ფარული კონვერტის სტუმარი კესო. ჩვენი ულამაზესი გოგო…როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“, – წერს ია ფარულავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: