Digest Logo

ლუის ენრიკე „ჩელსისთან“ ფინალური მატჩის შესახებ - „ორივე გუნდმა ევროპული ტიტული მოიგო, რაც შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის“

1752300630
ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ფრანგული გუნდი ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

„ვარსკვლავი არ ვარ. არც ფეხბურთელად ყოფნისას ვყოფილვარ და არც – მწვრთნელის როლში. უბრალოდ, ის ადამიანი ვარ, ვინც თავის საქმეს მთელი გულით აკეთებს.

ფინალი რთული იქნება. მეტოქეს ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ბურთით თამაში უყვარს. „ჩელსი“ ინდივიდუალურად ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ დაცვაშიც ისე თამაშობენ, როგორც ჩვენ — აგრესიულად. ასე რომ, თითქმის ყველა კომპონენტში ერთმანეთს ვგავართ. ამ მხრივ დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოვა. ორივე კლუბმა სეზონში ევროპული ტიტული მოიგო, რაც კიდევ უფრო საინტერესო გახდის შეხვედრას.

ფინალურ მატჩს შესანიშნავი განწყობით ვხვდებით — წარმოუდგენელი წელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ — ჩვენთვის, კლუბისთვის, ყველასთვის. ჩემი ფეხბურთელები მთელი სეზონის მანძილზე ფენომენალურად გამოიყურებოდნენ. ეს სეზონი უკვე შევა „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში და თუ კვირასაც მოვიგებთ, ეს თავი კიდევ უფრო ლამაზი გახდება.

ამ ტიტულის მოგება უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. პარიზში მოსვლისას ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი — ისტორიის დაწერა. ფინალი სწორედ ამის გაგრძელებაა. მოუთმენლად ველით ამ თამაშს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕Opta Sports-ის ვერსიით, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდად დასახელდა

⭕როგორი ამინდი იქნება 12 ივლისს საქართველოში

„ჩემო ძალა, ჩემო სულო გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - თაკო ჩხეიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს