აშშ-ში, ლუიზიანის შტატის ქალაქ შრივპორტში სროლის დროს მოკლული 8 ბავშვიდან 7 თავდამსხმელის შვილი იყო, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც მედია წერს, ბავშვები ერთიდან 14 წლამდე ასაკის იყვნენ.
შრივპორტის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კრისტოფერ ბორდელონმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი შამარ ელკინსია, რომელმაც შვიდი შვილი და კიდევ ერთი ბავშვი მოკლა, რომელიც მისი ნათესავი არ იყო.
ამავე ცნობით, ორი ზრდასრული ქალი და მათ შორის ბავშვების დედა, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას მანქანით ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის გაანეიტრალეს. თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
ბორდელონის თქმით, ერთ-ერთი ბავშვი სახურავიდან გადახტა და საავადმყოფოშია.
„ყველა გარდაცვლილი არასრულწლოვანია“, - განაცხადა ბორდელონმა. პოლიცია მკვლელობის მოტივის დადგენაზე მუშაობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღევანდელ მოქმედებებს შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს“ - 20 აპრილის ასტროპროგნოზი