„ზუმბას“ ქართველი ინსტრუქტორი მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს ფოტოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფარმაცევტულ სფეროში საქმიანობის დროს არის გადაღებული და წერს:
„დიახ ეს მე ვარ. 2018 წელია და ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ პანდემია, 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება და არაერთი იმედგაცრუება მელის წინ.
მაგრამ, როცა შეგიძლია ყველა ტკივილი და მარცხი შენს გაკვეთილად აქციო და მადლიერებით შეხვდე ყველა გამოწვევას, მერე სულ გილაგებს სამყარო ცხოვრებას.
პ.ს. ჩემი გამომწერების 95% ქალები ხართ, ამიტომაც ხშირად მინდება გითხრათ, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, როცა შეიარაღებული ხართ პატიებით და მადლიერებით“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ქართველ მარიამ შარმანაშვილზე დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.
საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.
აღსანიშნავია, რომ სიძე ქართულ ჩოხაში გამოეწყო.

View this post on Instagram
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა