
აშშ-ში მამა ოკეანეში გადახტა, რათა გადაერჩინა პატარა ქალიშვილი, რომელიც Disney Cruise Line-ის ბორტიდან წყალში გადავარდა. მამა-შვილი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა, რომელმაც სამაშველო კატერი დროულად ჩაუშვა წყალში. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკრუიზო ლაინერი ბაჰამის კუნძულებიდან სამხრეთ ფლორიდაში, ფორტ-ლოდერდეილის პორტში ბრუნდებოდა.
როგორც მედია იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მე-4 გემბანიდან გადავარდა, რის შემდეგადაც მამა მის გადასარჩენად გადახტა.
თვითმხილველების თქმით, ისინი წყალში 10 წუთზე დიდხანს იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ეკიპაჟის სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკატერინე ტუღუში გადაღებიდან მორიგ ფოტოებს აქვეყნებს - „საოცარი გოგო ხარ, ულამაზესი“
⭕„ულამაზესი ხარ, განსაკუთრებული“ - როგორ აფასებენ სალომე ღვინიაშვილის ახალ ფოტოებს