
რუსული პროპაგანდისტული არხის RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
მისი თქმით, იგივე შეზღუდვები დაუწესდა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, კონსტანტინე ზატულინს.
„კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო სომხეთის მხარდამჭერი, სომხეთის ამჟამინდელმა ლიდერმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც. მშვენიერებაა, სხვა რა ვთქვა“, - წერს სიმონიანი.
როგორც ერევანმა განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი რუსი პარლამენტარის სომხეთის შესახებ განცხადებები გახდა. ზატულინმა სომხეთის ხელისუფლების მსგავს ნაბიჯს შეურაცხმყოფელი და მოულოდნელი უწოდა.
წყარო: ria.ru