Digest Logo

მარიონ კოტიარი და გიომ კანე დაშორდნენ

1751179612
 მარიონ კოტიარი და გიომ კანე

ფრანგი მსახიობები მარიონ კოტიარი და გიომ კანე დაშორდნენ. წყვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაშორება მათი საერთო გადაწყვეტილებაა და ერთმანეთს პატივს სცემენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მათ არ დაუკონკრეტებიათ.

კოტიარი და კანე 18 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან. მათ ორი შვილი ჰყავთ: 14 წლის მარსელი და 8 წლის ლუიზი. კოტიარი და კანე ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მყარ წყვილად ითვლებოდნენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „თავს წაგაძრობ, ახლა გაეთრიე აქედან...“ - ილია თოფურია პედი პიმბლეტს