Digest Logo

მარკ ცუკერბერგს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა - როგორია მილიარდერის მდგომარეობა?

1699094496
ცუკერბერგიცუკერბერგი

მილიარდერმა მარკ ცუკერბერგმა სოცქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჯანმრთელობის გამო ოპერაცია დასჭირდა.

როგორც ირკვევა, ახლა იგი რეაბილიტაციის კურსს გადის და MMA-ს ჩხუბისთვის უკვე გამოჯანმრთელების შემდეგ გააგრძელებს ვარჯიშს. 

ცნობილია რომ ცუკერბერგი სპორტულ ცხოვრებას მისდევს და პროფესიონალური ორთაბრძოლებშიც არის ჩართული. მან ბოლოს წინ ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე გაიმარჯვა.

„სპარინგის (საწვრთნელი ბრძოლის) დროს დავიზიანე მუხლის მყესი.

მისი გამოცვლა გახდა აუცილებელი, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მადლობელი ვარ ექიმების გუნდის ჩემზე ზრუნვისთვის.

ვემზადებოდი MMA-ს ჩხუბისთვის, რომელიც წელს უკვე დაგვიანებულია, თუმცა კვლავ მოუთმენლად ველი მას შემდეგ, რაც გამოვჯანმრთელდები.

მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თანადგომისთვის“,- წერს ცუკერბერგი.

ცნობისთვის, ცუკერბერგი ММА-ში (შერეული ორთაბრძოლები) 2024 წელს ილონ მასკს უნდა დაჰპირისპირებოდა, ეს პაექრობა 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა გამართულიყო, ხოლო შემოსული თანხა ქველმოქმედებაზე უნდა დახარჯულიყო. ბრძოლის ტრანსლირება სოციალური ქსელებით იგეგმებოდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵  „რა მაგარია, ჩემი შვილი რომ ხარ“ - ინგა გრიგოლია ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵  „ანტიდეპრესანტის მიღებას, მალე სრულად შევწყვეტ...“ - როგორ დაამარცხა შფოთვითი აშლილობა გიორგი კეკელიძემ

🔵  „ფული არ გაქვს? იშოვი, ქმარი არ გყავს? გათხოვდები“ - რა საჩუქარი მიიღო ბაბი კირკიტაძემ