Digest Logo

„ანტიდეპრესანტის მიღებას, მალე სრულად შევწყვეტ...“ - როგორ დაამარცხა შფოთვითი აშლილობა გიორგი კეკელიძემ

1698990222
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, და წერს, რომ გამოჯანმრთელების „ჯოჯოხეთური წელიწად-ნახევარი“ გაიარა, რათა დღევანდელ დღემდე მოსულიყო.

საინტერესოა როგორ და რა გზით დაამარცხა შფოთვითი აშლილობა მან? - სწორედ ამ მიზეზებზე იგი თავის პოსტში მკითხველს მოუთხრობს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა - დავიწყე უკიდურესად შემცირებული ანტიდეპრესანტის დღეგამოშვებით მიღება და მალე სრულად შევწყვეტ.

ამას წინ ჯოჯოხეთური წელიწად-ნახევარი და მერე ტურბულენტური წელიწადი უძღოდა - უკვე გამოჯანმრთელების.
და მე გადავწყვიტე შურისძიება.

არა კონკრეტულ ადამიანებზე, ეგ იოლი საქმე იყო და კაცმა რომ თქვა, არც ღირან ამად - ზედმეტად ზედაპირულები და უგემოვნოდ ტრაგი-კომიკურები არიან. არამედ შურისძიება საკუთარ თავზე. და დავისახე დიდი მიზნები. და აი, ამბები განსასჯელად, რომელთაც ვეჭიდები:

პირველი და მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შესწავლაა - იმ ობსესიების და შფოთვების გენეზისის დადგენა, მათი გაჩვეულებრივება, ბიოქიმიის მართვის მცდელობა და სხვანი.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia -

პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, დამწერლობის მუზეუმი, ახალი საცავები, ციფრული ლაბორატორიების განახლება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

ეკვილიბრიუმი • Equilibrium - სოფლის ბიბლიოთეკების აქტიური მომარაგება და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობა - უახლოესი გაიხსნება რომში, ემპოლიში და ბარიში, მერე - რიზე, დუბლინში, ათენში და აშშ-ს რამდენიმე ქალაქი.

დავწერე და გამოიცა ორი წიგნი - ორივე განსხვავებული - ერთი ფეხბურთელზე და მეორე პოეტური კრებული #ახალისიმღერები - პირველი - ეროვნული ბესტსელერის, მეორე - ვფიქრობ, ძალიან ამბიციური ლიტერატურული დონის. მალე გამოვა #თომასზღაპრები ს მეორე ნაწილი. ვწერ კიდევ ორ ტექსტს - ასევე ორივეს განსხვავებულს, პირველი - #წერილებიჩემიბავშვობიდან მცდელობაა იმისა, რომ გაცილებით სრულყოფილი #გურულიდღიუები შეიქმნას და მეორე - #ობსესიები - პირველ სერიოზულ რომანზე მუშაობა.

ძალიან მალე წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიაშიც გამოიცემა, რომლის პროდიუსერიც ვარ, გარდა ავტორისა
ვამუშავებ სადოქტორო მიმართულებას - ,,ფოლკლორის ფსიქოთერაპია" და ამით ვასრულებ ჩემი მასწავლებლის - ზურაბ კიკნაძის ანდერძს.

აღვადგინეთ ლეგენდარული LIB.GE და დავაფუძნეთ lib-აკადემია, რომელიც გულისხმობს პირველ სტრუქტურულ კერძო ონლაინ სკოლას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

დაიწყო გადაღებები ფილმის #გურია (რეჟისორი - ლევან კოღუაშვილი) რომელიც შვიდი ქვეყნის კოპროდუქციია და ვარ მისი სცენარის ავტორი და პროდიუსერი.

ვგეგმავ საკუთარი მინი-ფილმების #სოფლებიდაადამიანები სერიის გაგრძელებას ნათელა გრიგალაშვილთან ერთად.

ვაგრძელებ მუშაობას ტელევიზიაში, საკუთარი ლიტერატურული რუბრიკით ახალი დღე • 1tv.ge და ვგეგმავ რადიოსაც.

ვმუშაობ მასწავლებლად European School - ევროპული სკოლა - და ვწერ სტატიებს გაზეთისთვის @mastavlebeliვკითხულობ საჯარო ლექციებს სკოლებში და უნივერსიტეტებში.

ვმუშაობ მოხალისედ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებთან და ასევე ვცდილობ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მოხალისეობასაც.

ვუძღვები #გურულიდღიურებისფონდი - ს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდიას უნიშნავს.

და ამის უკან დგას უამრავი პერსონალური და ბიუროკრატიული ამბავი.

და მე ადამიანის ძალის მჯერა“,- წერს კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵  „რა მაგარია, ჩემი შვილი რომ ხარ“ - ინგა გრიგოლია ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵  „ანტიდეპრესანტის მიღებას, მალე სრულად შევწყვეტ...“ - როგორ დაამარცხა შფოთვითი აშლილობა გიორგი კეკელიძემ

🔵  „ფული არ გაქვს? იშოვი, ქმარი არ გყავს? გათხოვდები“ - რა საჩუქარი მიიღო ბაბი კირკიტაძემ