
Facebook-ის დამფუძნებელი - მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელის მომხმარებლებს სასიხარულო ამბავს ატყობინებს და წერს, რომ მესამე შვილის მამა გახდა.
პატარა გოგონას, აურელია დაარქვეს.
ცნობისთვის, წყვილს პირველი შვილი მაქსი 2015 წელს შეეძინა, მეორე შვილი ავგუსტი კი 2018 წელს.
აღსანიშნავია, რომ წყვილი ცნობილია ქველმოქმედებით და შემოსავლის გარკვეულ ნაწილს, განათლებასა და სოციალური პროექტებისთვის ხარჯავენ.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოში, აურელია ჩან ცუკერბერგ!
დალოცვილი იყავი“,- წერს ცუკერბერგი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი - აუტისტი ბავშვების საოცარი ფრაზები