Digest Logo

🎥 MARVEL-ის მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა

1684836169
რეი სტივენსონი

ირლანდიელი მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა. მსახიობი გადაღებებზე იტალიაში იმყოფებოდა, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, იტალიური მედიის ინფორმაციით სტივენსონი შაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი 58 წლის იყო.

სტივენსონმა კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. პოპულარობა HBO-ს სერიალ Rome-ში შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა მოუტანა. Marvel-ის კინოსამყაროში(MCU) მოხვდა ორჯერ, პირველად ფილმში Punisher: The War Zone შეასრულა ფრენკ კასლის, იგივე ფანიშერის როლი. მოგვიანებით MCU-ს გვიანდელ ფილმებში შეასრულა თორის თანამებრძოლისა და მეგობრის, ვოლსტაგის როლი. სერიალ Dexter-ის მეშვიდე სეზონში განასახიერა უკრაინელი განგსტერი ისააკ სირკო. ერთ-ერთი ბოლო როლები შესრულებული აქვს ინდურ ბლოკბასტერში RRR და Star Wars-ის სამყაროზე დაფუძნებულ სერიალში Ahsoka.

კინოსა და ტელევიზიის პარალელურად თამაშობდა თეატრში, ლონდონის სამეფო ეროვნული თეატრის სცენაზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ხდებოდა „ამერიკის ვარსკვლავის“ სცენაზე, როდესაც ნუცა ბუზალაძე ქეტი პერისთან და კაილი მინოუგთან ერთად იმყოფებოდა

🔵„ნამდვილად თუ გწამს, უთხარი მთას რომ ზღვაში ჩავარდეს და ის ჩავარდება“ - გია მურღულია განწყობაზე

🔵ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი დღეიდან ამოქმედდება - მიზეზი ცოფის ვირუსია