Digest Logo

Mattel-მა ორი ახალი ბარბი გამოუშვა - შავკანიანი დაუნის სინდრომით და უსინათლო

1721890176
ბარბი ბარბი

კომპანიამ Mattel-მა ორი ახალი ბარბი წარადგინა - ერთი შავკანიანია და დაუნის სინდრომი აქვს, მეორე კი უსინათლოა.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უსინათლო ბარბის კომპლექტში ხელჯოხი მოჰყვება. ის სტანდარტული თოჯინებიდან თვალებითაც განსხვავდება: მისი მზერა ოდნავ მაღლა და გვერდისკენ არის მიმართული, როგორც უსინათლო ადამიანების. მის ტანსაცმელში ბევრი ტაქტილური ელემენტია, რათა თოჯინას ჩაცმა უფრო მარტივი იყოს.

ამ თოჯინას შექმნის პროცესში Mattel-ი უსინათლოთა დახმარების ამერიკულ ფონდთან თანამშრომლობდა. ასევე, ამ ბარბის ყუთი ბრაილის შრიფტით არის გაფორმებული.

მეორე ბარბი Mattel-მა იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შექმნა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარება. კომპანიამ ამ სინდრომის მქონე თოჯინა შარშანაც გამოუშვა, თუმცა მაშინ ის თეთრკანიანი იყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გავრცელებული ცნობით, თელავში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

🎥 „ერთი დღე არ ყოფილა ალბათ ისეთი, რომ ჩვენს სახლში მუსიკა არ გაჟღერებულა“ - ნუნუ გაბუნია შვილიშვილთან ერთად

🎥 რა ასაკში უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი? - ექიმის რჩევები

წყარო: imedinews.ge