Digest Logo

🎥 „ერთი დღე არ ყოფილა ალბათ ისეთი, რომ ჩვენს სახლში მუსიკა არ გაჟღერებულა“ - ნუნუ გაბუნია და მისი შვილიშვილი საერთო პროფესიაზე

1721888689
ნუნუ გაბუნია

კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია შვილიშვილთან, ნინუცა ბედიაშვილთან ერთად გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოში“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც პროფესიასა და კარიერაზე ისაუბრა.

„ჯაზი ძალიან მიყვარს და ჩემ ახალგაზრდობაში რამდენიმე სიმღერა მქონდა, რომელიც ჯაზთან ძალიან ახლოს იყო. მაშინ გეპეის  თავისი საესტრადო ორკესტრი ჰყავდა და იქ იყო მოწვეული გიული ჩოხელის მეუღლე ბორის ლიჩკოვი. მოხდა ისე, რომ 18 წლის გოგომ ოთხი სიმღერა მივიტანე. ძალიან ბევრი სიმღერები დაგროვდა, ბევრი ავტორი იყო, თუმცა ჩემი ოთხივე სიმღერა ბორის ლიჩკოვმა მოიწონა და ოთხივე სიმღერა ჟღერდა ამ არაჩვეულებრივი საესტრადო ორკესტრის თანხლებით“, - აღნიშნა ნუნუ გაბუნიამ.

ბებიასთან ურთიერთობაზე და მუსიკაზე, რომელიც ორიეს ინსპირაციაა, ასევე ისაუბრა ნუნუ გაბუნიას შვილიშვილმა ნინუცა ბედიაშვილმა.

„არც ერთი დღე არ ყოფილა ალბათ ისეთი, რომ ჩვენს სახლში მუსიკა არ გაჟღერებულა. შეიძლება ყველა ჟანრი იმღერო, თუმცა მნიშვნელოვანია რომელია შენთან ყველაზე ახლოს და რომელი გიხდება. კლასიკა ძალიან მიყვარს, იყო სურვილი ბებიას და ჩემი მხრიდანაც, რომ გავყოლოდი კლასიკას, თუმცა იმდენად შრომატევადია უფრო მარტივი გზა ავარჩიე“, - აღნიშნა ნინუცა ბედიაშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ასაკში უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი? - ექიმის რჩევები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕28 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი - ამინდის პროგნოზი