Digest Logo

MAYHEM საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომია - ლედი გაგა 2026 წლის გრემიზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

1770020823
ლედი გაგალედი გაგა

2026 წლის მუსიკალური დაჯილდოება გრემის გამარჯვებულები ცნობილია.

ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ლედი გაგა 2026 წლის მუსიკალურ დაჯილდოებაზე გრემის მფლობელი გახდა, რომელმაც ჯილდო დაიმსახურა, როგორც საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის შემსრულებელმა ალბომით MAYHEM.

ასევე, რიგით 68-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციაში წლის სიმღერა, წარდგენილი იყო ლედი გაგას Abracadabra თუმცა მას გამარჯვებაში ბილი აილიში სიმღერით Wildflower შეეცილა.

ლედი გაგა ჯილდოს მიღებისას, სცენაზე ემოციური სიტყვით გამოვიდა.

მან მადლობა გადაუხადა თავის პარტნიორს, მაიკლ პოლანსკის, რომელიც გვერდით ედგა მთელი წლის განმავლობაში და დაეხმარა ალბომის შექმნაში.

გაგამ ასევე მიმართა ქალებს მუსიკის ინდუსტრიაში და მოუწოდა, უსმინონ მათ შინაგან ხმად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალბომი დაფუძნებულია დისციპლინასა და მძიმე შრომაზე.

„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მე მჯერა დისციპლინის, მძიმე მუშაობისა და ხელოვნების სიყვარულის, სწორედ ეს არის MAYHEM ჩემთვის“,- აღნიშნა ლედი გაგამ.