Digest Logo

მეგან მარკლს კაბის მოპარვაში ადანაშაულებენ - სასექსის ჰერცოგინია ახალ სკანდალში გაეხვია

1764087125
მეგან მარკლი

მეგან მარკლი ახალ სკანდალში გაეხვია. სასექსის ჰერცოგინიას კაბის მოპარვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კაბა, რომელიც მეგან მარკლს  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ ფოტოში აცვია, სასექსის ჰერცოგინიამ Variety-ის 2022 წლის ფოტოსესიის დროს მოიპარა. 

საუბარია Galvan-ის მწვანე ფერის კაბაზე, რომლის ღირებულებაც 1650 დოლარია.

როგორც „ნიუ-იორკ“ პოსტი წერს, ამ კაბით მეგანი Variety-ის 2022 წლის ფოტოსესიაში პოზირებდა. გადაღებების დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა რამდენიმე სამოსი ვეღარ იპოვეს. მათ შორის იყო Galvan-ის ეს კაბა.

ჟურნალისტმა, ვანესა გრიგორიადისმა ენდრიუ გოლდის პოდკასტში Heretics აღნიშნა, რომ მაშინ მეგანმა თითქოს „ბევრი ნივთი“ არ დააბრუნა. „რაც ამ ისტორიებში შოკის მომგვრელია, ისაა, რომ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს 15 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მამულში - მონტესიტოში და ახლახან გააფორმა 100-მილიონიანი კონტრაქტი Netflix-თან, ფოტოსესიიდან სამკაულები და ტანსაცმელი შინ წაეღო — ნივთები, რომლის ყიდვაც აშკარად შეუძლია“, - ამბობს გრიგორიადისი.

გარდა ამისა, მედია წერს, რომ ეს შემთხვევა პირველიც არ არის. ახალი ცნობების მიხედვით, 2016 წელს, როდესაც მეგანი კანადური ბრენდის, Reitman-ის რეკლამაში მონაწილეობდა, მან Aquazzura-ს ფეხსაცმელებიც გაიტანა. სწორედ ამ ფეხსაცმელებით გამოჩნდა საზოგადოებაში მხოლოდ წლების შემდეგ — პრინც ჰარიზე ნიშნობის ოფიციალურ ფოტოებში.

RadarOnline ამ ისტორიას ახალ ეპიზოდსაც ამატებს: მეგანის მეგობარმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კადრები, სადაც მეგანი Chanel-ის 8-ათასდოლარიან კაბას ატარებს. ეს კაბა მას სამ წლის წინ ჟურნალ The Cut-ის გადაღებისთვის ეცვა, რის გამოც ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისიც შესაძლოა, არ დაებრუნებინა.

სხვა ცნობილები ხშირად იტოვებენ ფოტოსესიაზე გამოყენებულ ნივთებს, მაგრამ ისინი ამას ან თანხის გადახდით, ან ბრენდთან შეთანხმებით აკეთებენ. მეგანი კი, როგორც ითქმის, დარწმუნებულია, რომ შეუძლია, აიღოს რაც სურს საკუთარი შეხედულებისამებრ. გრიგორიადისი ამატებს: „პრობლემა ისაა, რომ მარკლი ცდილობს, წარმოაჩინოს თავი გმირად, ღირსეულად, ფილანთროპად, ფემინისტად — როცა რეალურად ის დივაა, ხარბი და მანიპულატორი“.

ამ შემთხვევის შემდეგ The New York Post-ის წარმომადგენლებმა კომენტარისთვის მეგანის გუნდს მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ეს ადამიანები სიყვარულს გრძნობენ გულით, ვნებითა და მოქმედებით...“ - პლანეტა ვენერა ცეცხლის სტიქიებშ

⭕„როგორი ლამაზი და მშვენიერი ხარ...“ - თაკო საზინას პარიზული ფოტოები სოცქსელს იპყრობს

⭕ „შესაძლოა, იესო ქრისტე 25 დეკემბერს არ დაბადებულა“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური ანალიზი

წყარო: www.beaumonde.ge