
მექსიკაში ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ინციდენტი მექსიკის სამხრეთ ნაწილში მოხდა. მგზავრებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
ავარიის მომენტში ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მეხიკოში პრეზიდენტის, კლაუდია შეიმბაუმის მიტინგიდან სახლში ბრუნდებოდნენ.