UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ამერიკელმა შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილთან დაგეგმილ ჩხუბზე მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა:
„მერაბ დვალიშვილს სასტიკად დავანოკაუტებ, მერე კი სანამ მსაჯი მომიახლოვდება, რამდენიმეჯერ კიდევ დავარტყამ. ამის შემდეგ ზედა წონაში ავალ და თოფურიასაც გავთიშავ“,- წერს იგი ინსტაგრამზე
View this post on Instagram
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი UFC 306-ის ფარგლებში ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ იჩხუბებენ და მათი დაპირისპირება 14 სექტემბერს (თბილისის დროით, 15 სექტემბერს) არის ჩანიშნული.
ბოლო ბრძოლა ო'მალიმ 2024 წლის მარტში UFC 299-ზე გამართა, სადაც შარლონ ვერა დაამარცხა. მის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 1 მარცხია.
დვალიშვილი ბოლოს ოქტაგონზე 2024 წლის თებერვალში, UFC 298-ზე გამოვიდა, როცა ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
საერთო ჯამში მერაბს 17 გამარჯვება და 4 მარცხი დაუგროვდა.