Digest Logo

მერილ სტრიპის სილამაზის ევოლუცია: ლეგენდარული მსახიობი 77 წლის გახდა

1782212542
მერილ სტრიპი

კინოსამყაროს ცოცხალი ლეგენდა, მერილ სტრიპი 77 წლის გახდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გავლენიანი მოდის ჟურნალი „ვოგი“ (Vogue) ვარსკვლავის ყველაზე საკულტო სილამაზის მომენტებს იხსენებს და მის განსაკუთრებულ ევოლუციას უძღვნის მიმოხილვას - ოქროსფერი ტალღებიდან დახვეწილ, ვერცხლისფერ კულულებამდე.

სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს ნიუ ჯერსიში დაიბადა. ქალს, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად როგორც „თაობის საუკეთესო მსახიობად“ მოიხსენიებენ, 43-წლიან კარიერაში 50-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გამოცემა აღნიშნავს, თუ როგორ გარდაიქმნა ჯერსის გარეუბნის ჩვეულებრივი გოგონა წითელი ხალიჩის ნამდვილ, კაშკაშა გლამურულ ხატად, რომლის თითოეული გამოჩენა დღემდე აღაფრთოვანებს მოდის კრიტიკოსებს.

„ის საოცარი ბუნებრიობით ახერხებს ასაკის მატება ყველაზე დახვეწილ ტრენდად აქციოს. მისი გარდასახვა ნატურალური იმიჯიდან კინოეკრანის უბერებელ გლამურამდე - ნამდვილი ხელოვნებაა“, - წერს გამოცემა.

სტრიპის მრავალწლიანი კარიერა მხოლოდ ოსკაროსანი როლებით როდია გამორჩეული; ის ყოველთვის ახერხებდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ნამდვილი სილამაზე ინდივიდუალურობასა და საკუთარი თავის სიყვარულშია.

მაშ ასე, გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც მისი სილამაზის ევოლუციას ასახავს:

მერილ სტრიპი კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ფიგურაა, რაც მის შთამბეჭდავ ჯილდოებშიც აისახება: მსახიობი „ოქროს გლობუსზე“ რეკორდულად, 32-ჯერ იყო წარდგენილი, ხოლო კინოაკადემიის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე, „ოსკარზე“ 21-ჯერ. ამ დროისთვის ლეგენდარული შემსრულებლის კოლექციაში 8 „ოქროს გლობუსი“ და 3 „ოსკარია“.