Digest Logo

🎥 Metallica-ს კონცერტმა საბერძნეთში მცირე მიწისძვრა გამოიწვია

1778751154
Metallica Metallica

ლეგენდარული როკჯგუფის, Metallica-ს კონცერტმა ათენში მცირე მიწისძვრა გამოიწვია.

მედიის ცნობით, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ კონცერტს 80 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჯგუფის გამოსვლის დროს, მიწისძვრების მონიტორინგისთვის განკუთვნილმა სპეციალურმა მოწყობილობებმა უმნიშვნელო მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირეს.

ერთი წლის წინ, Metallica-ს კონცერტმა მსოფლიოს მეორე მხარეს - ამერიკის ვირჯინიის შტატშიც გამოიწვია მიწისძვრა. მაშინ ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტადიონზე გამართულ შოუზე 60 ათასი ადამიანი მივიდა. სეისმური აქტივობის პიკი სიმღერა Enter Sandman-ის შესრულებისას დაფიქსირდა.

მანამდე „ხელოვნური მიწისძვრები“ რეპერ ტრევის სკოტისა და პოპ-ვარსკვლავ ტეილორ სვიფტის კონცერტებზეც მომხდარა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს

„გახსოვდეს: შენ ხედავ მხოლოდ თავფურცელს, მაშინ როცა შიგნით მთელი ბიბლიოთეკაა გადამალული...“ - რას წერს ფსიქოლოგი

„ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

წყარო: imedinews.ge