Digest Logo

„გახსოვდეს: შენ ხედავ მხოლოდ თავფურცელს, მაშინ როცა შიგნით მთელი ბიბლიოთეკაა გადამალული...“ - რას წერს ფსიქოლოგი

1778750147
ნინი დგებუაძე

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ესთეტიკა ხშირად ეთიკაზე მაღლა დგას, თუმცა რეალობა ისაა, რომ ყველაზე მოწესრიგებული გარეგნობის მიღმაც კი შეიძლება ქაოსი იმალებოდეს.

სხეული მხოლოდ კონტეინერია, რომელიც ატარებს წლობით ნაგროვებ ტკივილებს, დაუმუშავებელ ტრავმებს და იმ ჩუმ გამარჯვებებს, რომლებზეც ადამიანი არასდროს საუბრობს.

როდესაც ვინმეს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ მათ რედაქტირებულ ვერსიას, მაშინ როცა მათი ნამდვილი ცხოვრება იმ წუთებში იწერება მათსავე ფიქრებში იქ, სადაც ჩვენთვის შესვლა აკრძალულია.

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი პერსონა ეს არის ნიღაბი, რომელსაც საზოგადოებაში ვირგებთ. საოცარია, რამდენ ენერგიას ვხარჯავთ იმაში, რომ გარეგნულად სიმშვიდე ვასხივებდეთ, როცა შიგნით, შესაძლოა, ნამდვილი ემოციური ცუნამი ხდებოდეს.

არასდროს განსაჯო ადამიანის მდგომარეობა მისი ღიმილის სიმკვეთრით. ხშირად, ყველაზე ნათელი ღიმილი ყველაზე ბნელ ღამეებს მალავს. გონება არის სამყარო, რომლის რუკაც მხოლოდ მის მფლობელს აქვს.

ჩვენ ვერ ვხედავთ სხვის სინდისს, ვერ ვგრძნობთ მათ შიშებს და ვერ ვიგებთ მათ სინანულს. „თითოეული ადამიანი, რომელსაც ხვდები, აწარმოებს ომს, რომლის შესახებაც შენ არაფერი იცი“, ამიტომ სანამ ვინმეზე აზრს ჩამოაყალიბებ მხოლოდ ვიზუალური ნიშნით, გახსოვდეს: შენ ხედავ მხოლოდ თავფურცელს, მაშინ როცა შიგნით მთელი ბიბლიოთეკაა გადამალული.

ჩვენ მივეჩვიეთ ადამიანების დაყოფას ძლიერებად და სუსტებად, მაგრამ ფსიქოლოგიაში ეს ზღვარი პირობითია. მათ, ვინც ყველაზე ძლიერად გამოიყურება, ხშირად უბრალოდ სხვაზე მეტად აქვთ განვითარებული თვითკონტროლის უნარი, რაც უზარმაზარ შინაგან რესურსს ფიტავს.

ძლიერი ადამიანი არ ნიშნავს ადამიანს, ტკივილის გარეშე. პირიქით, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ისეთი ვინმე, ვინც მათ „ჯავშნის” მიღმა დაინახავს გადაღლილს, ნატკენს, იმედგაცრუებულს ან სულაც უბრალოდ მოწყენილს …

არ მოტყუვდე სხვისი სიმტკიცით. სიმტკიცე ხშირად არა ძალის, არამედ დიდი მოთმინების შედეგია.

მოუფრთხილდით მათ, ვინც არასდროს ითხოვს მოფრთხილებას. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

მარიამ შენგელია იუბილარია - მომღერალი 24 წლის გახდა

„პოზიტიური, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა💛“ - თიკა ფაცაცია ახალ ფოტოებს გვიზიარებს