გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარიამ შენგელია იუბილარია - მომღერალი 24 წლის გახდა
⭕„პოზიტიური, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა💛“ - თიკა ფაცაცია ახალ ფოტოებს გვიზიარებს