
წელს „მის სამყარო 2023“ 23 წლის ნიკარაგუელი შეინის პალასიოსი გახდა.
ვიცე-მისად აირჩიეს 27 წლის ტაილანდელი მოდელი.
ცნობისთვის, წელს პირველად დაუშვეს კონკურსზე გათხოვილები და ტრანსგენდერები.
შეინის პალასიოსი მოდელი, ტელეწამყვანი და სპორტსმენია. იგი დაიბადა ქალაქ მანაგუაში 2000 წელს. სილამაზის კონკურსებში 2016 წლიდან მონაწილეობს, 2016 წელს ნიკარაგუაში „მის მოზარდი“ გახდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა Miss Nicaragua 2020 და Miss World 2021 კონკურსებში და ტოპ 40 მოდელში მოხვდა. 2023 წლის აგვისტოში პალასიოსმა მოიპოვა „მის ნიკარაგუა 2023“-ის ტიტული, რამაც საშუალება მისცა, „მის სამყაროს“ კონკურსში მიეღო მონაწილეობა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
🎥 როგორია ნოემბრის ფინანსური პროგნოზი - ასტროლოგის რეკომენდაცია და რჩევები ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს