ჰოლივუდში ცნობილი წყვილი გამოცემა PEOPLE-ს ექსკლუზივად ესაუბრა ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOCA), სადაც შაბათს, 30 მაისს, MOCA Gala 2026-ს ესწრებოდნენ. მათ იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიცვალა თითოეულის შემოქმედება მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შეხვდნენ.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ 53 წლის გრანტი არის ქალი, რომლის „შეყვარებაც მარტივია“, 61 წლის რივზი მთელი გულით დაეთანხმა: „დიახ!“.
ვიზუალურმა ხელოვანმა (ინსტალაციები შემქმნელი) და ვეტერანმა მსახიობმა წითელ ხალიჩაზე, The Geffen Contemporary at MOCA-ში საუბრისას გაამჟღავნეს, თუ როგორ შეცვალა მათმა სიყვარულმა მათივე ხელოვნება.
„ეს დიდი კითხვაა“, - განუცხადა PEOPLE-ს გრანტმა, რომლის ნამუშევრებიც ქვეყნის მასშტაბით არაერთ გალერეაშია გამოფენილი.
„ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ნახატი ავტობიოგრაფიულია. მიუხედავად იმისა, რომ აბსტრაქციაში შესაძლოა დიდი ნარატივი არ ჩანდეს, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ნახატები უფრო ბედნიერი გახდა“.
გრანტისა და რივზის რომანტიკული ურთიერთობა 2019 წლიდან იწყება. მათ თავიდან პროფესიული კავშირი ჰქონდათ წიგნზე „ოდა ბედნიერებას“ (Ode to Happiness), რომელიც რივზმა დაწერა, ხოლო გრანტმა დაასურათა.
მათ ერთობლივად დააფუძნეს საგამომცემლო სახლიც, ორი წლის შემდეგ კი თავიანთი ურთიერთობა საჯარო გახადეს.
