Digest Logo

მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი 21 სექტემბერს არიზონაში, Arizona State Farm-ის სტადიონზე გაიმართება

1757849219
ჩარლი კირკი

მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი 21 სექტემბერს არიზონაში, Arizona State Farm-ის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 60 ათასზე მეტ ადამიანს იტევს. ამის შესახებ ინფორმაციას კირკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია Turning Point USA სოციალურ მედიაში ავრცელებს.

როგორც მოსალოდნელია, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

არიზონაში, კერძოდ, ქალაქ ფენიქსში მდებარეობს კირკის ორგანიზაციის შტაბ-ბინა. ასევე, ამ შტატში ცხოვრობდა თავად აქტივისტი ოჯახთან ერთად.

31 წლის ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტას შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არასდროს ინანო შენგან გაკეთებული სიკეთე...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ყველაზე კომფორტული პერიოდი სწორედ ახლაა...“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

🎥 სამი ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმში პარაზიტი გყავს! - სანდრო ჯიბლაძის რეკომენდაციები

წყარო: 1tv.ge