
ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც 2025 წლის 15 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით ასტროლოგიურ ტენდენციებზე, მოვლენებსა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე საუბრობს:
ზოგადი მიმოხილვა: დაბნელებები და მისი გავლენა
ხატია ბედოშვილი: გავიარეთ უკვე მთვარის დაბნელება. წინ გველოდება მზის დაბნელება, ამიტომ 21 სექტემბრამდე უნდა გავუშვათ დაგროვებული წყენა, ადამიანები. შესაძლოა, იყოს ღირებულებათა სისტემა და მოგვიწიოს არჩევანის გაკეთება. რაღაცა გვინდა, რაღაც არ გვინდა. ეს შინაგანი კრიზისი ეხება ჩვენს სულიერ მდგომარეობას.
თუ შეგიტიათ შფოთვამ, ნერვიულობამ, ეს არის ნიშანი სამყაროსგან, რომ ენერგიები მოგაკლდათ. შესაძლოა, ყოფილიყო რთული სიტუაციები, ახლა ეს კრიზისი არის აქტუალური, ისევე როგორც 2025 წლის მარტში. იცვლება სულიერი მდგომარეობა და პრინციპები. ბევრ ადამიანს აქვს განცდა, თითქოს საკუთარი თავი დაკარგა. ეს შინაგანი კრიზისის პასუხები არ იწყება მოვლენებში. ის მომენტი, რომ ვცადოთ ძველებური „მე“ დავიბრუნოთ, არის შეუძლებელი. აუცილებელია ავაშენოთ ახალი „მე“, რადგან პლანეტების ინგრესია ითხოვს ამას. ამ პერიოდში დავინახავთ, როგორც საკუთარი თვის, ისე სამყაროს რეალურ ცხოვრებას. ეს არის ერთგვარი გამოცდა.
ცოტათი რთული მოცემულობა გვაქვს, რადგან რთულია, ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანი შეცვალოს. თუ ეცდებით საკუთარი თავისა და პრინციპების გაწირვით სხვის გადარჩენას, მოსალოდნელია, რომ თქვენც ჩაგითრიონ. ვერ გადაარჩენთ მას სულიერად, რადგან ორი კვირა ძალიან ცოტაა, თუმცა მცდელობა ღირს. ადამიანებს, რომლებსაც ბევრი ცოდვა აქვთ და ბოროტია, ეს ყველაფერი მისთვის შეუძლებელია, მაგრამ არაფერია გამორიცხული.
თუ მოთენთილობას ან ძილიანობას იგრძნობთ, დაისვენეთ - ბუნებრივია. თავისუფალი დრო დაუთმეთ გონების სულიერ დასვენებას. მოიშორეთ თვიდან ნეგატიური ადამიანები. წყენა გულში არ ჩაიდოთ, თუმცა თავი შორს დაიჭირეთ მათგან. კარგია პატიება, უპირობო სიყვარულის გაცემა და ბევრი სიკეთე. ამ ყველაფერს დაბნელებები აკვირდება და არეგულირებს. სუფთა და ჰიგიენური გარემოთი დადებით ენერგიებს მიიზიდავთ. ჩვენი სულიერი მდგომარეობა იცვლება ამ დროს.
2026 წლიდან ეს ყველაფერი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში შედეგს გამოიღებს. მატერიალური სულისკვეთებით განწყობილი ადამიანები ეპოქაში დაიკარგებიან და ნეგატივში ჩაეფლობიან, რადგან მათ წმინდა სულიერი სამყარო არ გააჩნიათ. გააკეთეთ არჩევანი, სადაც წახვალთ - იყავით ბოლომდე და გააკეთეთ ყველაფერი.
მომდევნო ორი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
♈ვერძი
თქვენი მთავარი დევიზი ამ ორი კვირის განმავლობაში არის - ააშენე შენი შინაგანი „მე“. რაც გაიარე, იმ ღირებულებებზე დაყრდნობით გააკეთე არჩევანი. იყავი გულით და სულით იქ. ხარისხიანად უნდა აკეთოთ ყველაფერი.
აქტუალურია სამსახურებრივი საკითხები. არ არის გამორიცხული ფიქრი დაიწყოთ ემიგრაციაზე და გადაადგილებაზე, ქვეყნის ან ქალაქის შეცვლაზე. პარტნიორულ ურთიერთობებში იქნება ცვლილებები.
თუ მუშაობით დაიღალეთ, აუცილებელია, დაისვენოთ. დაიწყება შიშები მატერიალური თვალსაზრისით, თუმცა ყველაფერი თავისთავად მოვა. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.
♉ კურო
შვილებთან და მეგობრებთან ურთიერთობები გადის გამოცდას. ნეგატიური ცდუნებები მეგობრების სახით მოვლენ. მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. ასე რომ, მნიშვნელოვანია სოციუმთან ურთიერთობები გადააფასოთ.
გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოთ თქვენი პრინციპები და ღირებულებები. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც სოციალური სტატუსით დაბლა არიან. ასევე, ადამიანები, რომლებმაც ადრე გაწყენინეს - აუცილებელია, აპატიოთ, მაგრამ დისტანცია დაიჭირეთ.
ფინანსები და კარიერა ჰარმონიულია. შესაძლოა, შვილებთან დაკავშირებით იყოს გაუთვალისწინებელი ხარჯები.
♊ ტყუპები
ემოციური ქაოსი და შინაგანი შფოთვები გექნებათ. აქედან გამომდინარე, ეს ემსახურება იმას, რომ თქვენი პოტენციალი ახლისკენ მიმართოთ. ეს ახალი განსაკუთრებით ემსახურება კარიერულ განვითარებას.
სამსახურებრივი და კარიერული თვალსაზრისით კარგი პერიოდია. არ გამოართვათ ოჯახის წევრებს ფული. კარგი იქნება, თუ თავად დაეხმარებით, რადგან ამის გადახდა შემდეგ ათმაგად მოგიწევთ.
გახსოვდეთ, გაჰყევით შინაგან რწმენას, რადგან წარმატებები სიახლეებთან შეჭიდებით მოდის. ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი გაქვთ.
♋ კირჩხიბი
იუპიტერი ახლა კირჩხიბის ზოდიაქოშია. ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა სხვა ზოდიაქომ ვერ იგრძნოს, თქვენთვის განსაკუთრებულია. შინაგანი, სულიერი გამოცდილება გაქვთ თანდაყოლილი. მოგეთხოვებათ, ეს გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროთ.
გამოიყენეთ ფილოსოფია, ჩამოაყალიბეთ ღირებულებები, რას იტოვებთ და რა შემოგაქვთ ახალი ცხოვრებაში. კირჩხიბებისთვის ოჯახის წევრებთან მიჯაჭვულობა ამ პერიოდში არ არის სასურველი.
არ შეგეშინდეთ გარშემომყოფების კრიტიკის და არ ჩაახშოთ თქვენი ხმა. რაღაცები მარტივად მოგეცემათ, მათ შორის ფინანსური კუთხით.
♌ ლომი
ფინანსური შიშები აქცენტირებული იქნება. შესაძლოა, რაღაც არ გყოფნიდეთ. ასევე, შესაძლოა გქონდეთ ჯანმრთელობის შიშები. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება.
კარგი იქნება, მიჰყვეთ თქვენ შინაგან ხმას. ლომებმა განსაკუთრებით უნდა დაიწყონ საკუთარი სულიერი განვითარება და ნაბიჯების გადადგმა. ნებისმიერი ადამიანი საჭიროებს განვითარებას.
ფინანსური განგაშები თვის ბოლომდე მოსალოდნელია. ნუ აჰყვებით შიშებს და იზრუნეთ იმაზე, რომ სულიერად იყოთ მშვიდად.
♍ ქალწული
აქცენტირებული ნიშანია. განსაკუთრებით, პიროვნული თვალსაზრისით მოხდება თქვენში გარდატეხა და ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში - ან ჰარმონიულად, ან ნეგატიურად.
ცინიზმისგან თავი შეიკავეთ. შესაძლოა ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გინდათ. გამოიცდებით პარტნიორულ ურთიერთობებში.
უნდა დაასრულოთ ყველაფერი, რასაც თვლით, რომ გასაშვებია. წინააღმდეგ შემთხვევაში დატრიალდება იგივე წრე.
♎ სასწორი
დაბნელებები თქვენზეც ახდენს გავლენას - სულიერ ღირებულებებზე. ძირითადად, სამსახურზე ახდენს გავლენას და ღირებულებები უნდა გადააფასოთ. შესაძლოა, ბევრი სიბინძურე დაინახოთ და გქონდეთ უსამართლობის განცდა.
თქვენ არჩევანზეა დამოკიდებული - გადააფასებთ და შეუტევთ, თუ თქვენც იმავეს გააკეთებთ. იცდებით რაციონალურობაში და პასუხისმგებლობებში. პარტნიორულ ურთიერთობებში არის გაუგებრობები და ბუნდოვანება. ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს.
ეს პერიოდი ითხოვს სულიერ განვითარებას, შესაბამისად, შედეგიც იქნება. მაქსიმალურად გამოიყენეთ ენერგიული პრაქტიკები და ლოცვა. ფინანსურად ჰარმონიული პერიოდია.
♏ მორიელი
მიდის ისევ მეგობრებთან, სასიყვარულო ურთიერთობები წამოიწევს წინა პლანზე. ეს ის სფეროა, რასაც უნდა დააკვირდეთ, გამოიტანოთ დასკვნა და რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.
ცდუნება ძალიან დიდია მორიელებთან. შესაძლოა გქონდეთ ძალაუფლების სურვილი. მნიშვნელოვანია, თქვენი ღირებულებები ააშენოთ. იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ჰარმონიაში არიან, კარმა დატოვებს და შესაბამისად მოითხოვს ბევრ ყურადღებას.
იზრუნეთ პირად ინტერესებზე და სოციალური ქსელებიდან დაპაუზდით.
♐ მშვილდოსანი
ოჯახი არის ძალა, რომელიც ენერგიებს მოგცემთ. უპირობო სიყვარული სწორედ მათთან გაკავშირებთ. ემოციური უსაფრთხოება უნდა გადაიყვანოთ ახალ ეტაპზე. თქვენთვის არ შეიძლება ისე გააკეთოთ, რომ კომფორტულად არ იგრძნოთ თავი.
განსაკუთრებით ეძებეთ სულიერი სიმშვიდე და დრო დაუთმეთ ენერგიების აღდგენას. კარიერული თვალსაზრისით არის ცვლილებები მოსალოდნელი. ეს ყველაფერი მაინც ოჯახამდე მიდის და აუცილებელია, დააფასოთ ოჯახური უსაფრთხოება.
♑ თხის რქა
განათლება და პროფესია ახალ ეტაპზე უნდა ავიდეს. არის გაუგებრობის ალბათობა. ნუ შეხვალთ კონფლიქტში თანამშრომლებთან. კარგი იქნება, თუ საკუთარ პოტენციალს გამოავლენთ.
ადამიანებს ვერ შეცვლით - უნდა გაიაზროთ, რომ ადამიანები მიდიან და მოდიან. გაცხრილეთ საზოგადოება. ზოგიერთ ადამიანს ვერ დაეხმარებით, მით უმეტეს სულიერად. უაზროდ ენერგიას დაკარგავთ და შეხვალთ კონფლიქტურ სიტუაციაში.
შესაძლოა, გქონდეთ პარტნიორულ ურთიერთობებში არასრულფასოვნების განცდა, თუმცა უფრო მყარ ურთიერთობებში გადადიხართ.
♒ მერწყული
პლუტონი გადადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. გადიხართ სერიოზულ ტრანსფორმაციას და არის საკმაოდ კრიზისული. საკმაოდ რთული ასპექტია.
ბევრ ადამიანს სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს უტოვებს პლუტონი. სულიერი პრინციპები და ღირებულებები, მორალური თვალსაზრისით, მოგიწევთ გზების არჩევა. გადაფასებები აუცილებელია.
კარგი იქნება, თუ ფინანსური თვალსაზრისით რაღაცებს გადააფასებთ. შესაძლოა, ბევრი ანგარება დაინახოთ.
♓ თევზები
თქვენი სულიერი განვითარება საკუთარი შინაგანი სიყვარულშია. შესაძლოა, იყოთ პარტნიორზე დამოკიდებული ფინანსურად და ემოციურად. გაიტესტება თქვენი შესაძლებლობები.
სამყარო დაგანახვებთ, რამდენად დამოუკიდებელი ხართ და ამ კუთხით გაიტესტებით. პარტნიორზე არ იყოთ დამოკიდებული. არ გადაჰყვეთ თან მას - აფერხებთ ამ ადამიანის და საკუთარი შინაგანი განვითარება.
ყურადღება მიაქციეთ სულიერ სიმშვიდეს“, - გვირჩევს ხატია ბედოშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამპარტავნება ადამიანს ღმერთთან არ უშვებს...“ - თეოდორე გიგნაძე
🎥 ბერდებიან თუ არა ქალები და კაცები განსხვავებულად? - სპეციალისტის განმარტება
⭕„რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“ - გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მილოცვა რჩეულს