Digest Logo

მოტეხილი 4 ნეკნი და თავის ტვინის მძიმე ტრავმა - რა მოხდა იუტას სათხილამურო ტრასაზე? - ჰოლივუდის ოსკაროსან მსახიობს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა

1679554211
ჰოლივუდი - ჰოლივუდი

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს გვინეთ პელტროუს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.

საქმე ეხება 2016 წელს იუტას სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარ ინციდენტს.

მომჩივანი 76 წლის ექიმი ტერი სანდერსონი აცხადებს, რომ მსახიობი მას თხილამურებით სრიალისას შეეჯახა და სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. იუტა შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სათხილამურო კურორტად ითვლება.

სანდერსონის ადვოკატები აცხადებენ, რომ პელტროუმ მძიმედ დაშავებული შემთხვევის ადგილზე მიატოვა და სრიალი გააგრძელა.

თავდაპირველად დაზარალებული 3 მილიონ დოლარს ითხოვდა, შემდეგ კი  თანხა 300,000 დოლარით შეცვალა.

ტერი სანდერსონი ამტკიცებს, რომ უბედური შემთხვევა დაუდევრობით იყო გამოწვეული, რის გამოც მან როგორც ფიზიკური დაზიანებები, ისე ემოციური სტრესი მიიღო და სამსახურიც კი მიატოვა, იგი ოფთალმოლოგად მუშაობდა.

გვინეთ პელტროუს ადვოკატები ინციდენტთან  მის კავშირს უარყოფენ. მათი თქმით, დაზარალებულის მოტივი ფინანსური სარგებლის მიღება და პელტროუს იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა.

აღსანიშნავია,რომ კურორტზე გვინეტ პელტროუ ოჯახთან ერთად ისვენებდა შესაბამისად, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეები მისი შვილები არიან, რომლებიც ჩვენებას მიმდინარე კვირაში მისცემენ.

საქმის განხილვა დამატებით 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი - აუტისტი ბავშვების საოცარი ფრაზები

🔵„დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე, ამიტომ იყავით ფრთხილი და წინდახედული“ - დღის დეტალური პროგნოზი

🔵🎥 „6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც ქმარი ბალიშით მგუდავდა“ - რა გზა გაიარა სოფია კანდელაკმა კრიმინალური ავტორიტეტის ცოლობიდან სტრიპტიზიორობამდე