
მსოფლიოს 1.4 მილიარდ კათოლიკეს ახალი ლიდერი ჰყავს. სიქსტეს კაპელას სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რის შემდეგაც, მალევე, გახდა ცნობილი, რომ კათოლიკური ეკლესიის მმართველი კარდინალი რობერტ პრევოსტი იქნება. ის პირველი ამერიკელი პაპია სახელით პაპი ლეო XIV.
ახალი პაპის ვინაობა უფროსმა კარდინალმა დომინიკ მამბერტიმ გამოაცხადა, რომელიც კონვენციის თანახმად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე გამოჩნდა და ხმამაღლა თქვა: „Habemus Papam!“ - „ჩვენ გვყავს პაპი!“.
წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს ახალმა პაპმა ლეო XIV-მ პირველი სიტყვებით მიმართა: „მშვიდობა იყოს თქვენთან“.
„ეს არის აღმდგარი ქრისტეს პირველი მისალმება, კეთილი მწყემსისა, რომელმაც თავისი სიცოცხლე ღმერთს შესწირა“, - განაცხადა მან და ახსნა თავისი მისალმების არჩევანი.
„და მე ასევე მსურს, რომ ეს მშვიდობის მისალმება შევიდეს ჩვენს გულებში და ჩვენს ოჯახებში“, - დასძინა მან.