Digest Logo

მსოფლიო ოკეანე ივნისში რეკორდულად გაცხელდა🌊

1783185240
ოკეანე ოკეანე

ევროკავშირის სადამკვირვებლო პროგრამის, Copernicus Marine Service-ის (CMS) მონაცემებით, გასულ თვეში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ +20,98°C შეადგინა. ივნისის წინა რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა და +20,89 გრადუსს შეადგენდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში სხვა მაქსიმალური მაჩვენებლებიც გაიზრდება.

ოკეანეები დედამიწის ზედაპირის დაახლოებით ორ მესამედს ფარავს. CMS-ის შეფასებით, ტემპერატურის მკვეთრი მატების მიზეზი გლობალური დათბობისა და ელ-ნინიოს ურთიერთქმედებაა. ელ-ნინიო კლიმატური მოვლენაა, რომელიც ორიდან შვიდ წლამდე პერიოდულობით მეორდება და წყნარი ოკეანის გარკვეულ ნაწილში წყლის ტემპერატურის მერყეობით გამოიხატება.

ოკეანეებს გლობალური კლიმატის რეგულირებაში საკვანძო როლი აკისრიათ. ისინი კაცობრიობის მიერ CO₂-ის გამონაბოლქვით გამოწვეული ჭარბი სითბოს უდიდეს ნაწილს შთანთქავენ. ოკეანის ტემპერატურის მატებას შესაძლოა პლანეტისთვის სავალალო შედეგები ჰქონდეს: ის აძლიერებს შტორმებსა და ნალექს, იწვევს მარჯნების გაუფერულებასა და კვდომას და ზრდის ზღვის დონეს.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „სულ რაღაც 418 ლარი გადავიხადე...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს სალი წვერავა ბათუმის ერთ-ერთი რესტორნიდან

⭕ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

⭕ სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა

წყარო: imedinews.ge