Digest Logo

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია - სიაში საქართველოც მოხვდა

1710922577
ფინეთიფინეთი

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა.

ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ბედნიერების ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება.

ამ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია (ასე იყო წინა წლებშიც) მეორე ადგილს სიაში დანია იკავებს , მესამე ადგილზეა ისლანდია, მეოთხეზე – შვედეთი, რის შემდეგაც მოდის ისრაელი.

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 91-ე ადგილზეა საქართველო. საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია, რომელიც 82 ადგილზეა, აზერბაიჯანი არის 101 ადგილზე, რუსეთი 72-ზე.

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში სიის ბოლო, 143-ე ადგილს ავღანეთი იკავებს.

ანგარიში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მზადდება, მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების საფუძველზე.

ბედნიერების ხარისხი რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორის ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობით და ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლით.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დაიწყება ზოგადად ერთთვიანი დადებითი პერიოდი... შეუტიეთ!“ - რამაზ გიგაური 20 მარტის ბუნიობაზე

„ჩემი სიყვარული“ - მარიტა როხვაძე საქმროსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 20 მარტი ასტროლოგიური ახალი წელია - როგორი ფერის სამოსი მოგვიტანს ბედნიერებას და რა უნდა დავწეროთ ფურცელზე იმისთვის, რომ იღბალი და წარმატება დავიბედოთ?

წყარო: publika.ge