
2025 წლის 20 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსამართლე ფრენკ კაპრიო. მან აშშ-ში, როდ-აილენდის სასამართლოში ათეულობით წელი გაატარა. ოჯახის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, იგი პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა.
კაპრიო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თავისი ადამიანური და თანაგრძნობით სავსე გადაწყვეტილებებით, რის გამოც იგი ხშირად მოიხსენიებოდა როგორც „ყველაზე კეთილი მოსამართლე მსოფლიოში“. მის ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა ჰქონდა.
მისმა სითბომ, იუმორმა და კეთილშობილებამ წარუშლელი კვალი დატოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის გულებში, რასაც სასამართლო დარბაზში ავლენდა.
როდ-აილენდის გუბერნატორმა დან მაკკიმ გარდაცვლილი მოსამართლის პატივის ნიშნად შტატში სახელმწიფო დროშების ჩამოშვების ბრძანება გასცა.
ფრენკ კაპრიო, რომლის კარიერა ათწლეულებს მოიცავდა, საკუთარ თავს ადამიანების მეგობრად და მხარდამჭერად მიიჩნევდა.
მისი მემკვიდრეობა დიდხანს დარჩება როგორც სამართლებრივ სივრცეში, ისე საზოგადოების გულებში.