„ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, - აღნიშნა ერდოღანმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე და დასძინა „ნახვამდის ქემალ“.
ინფორმაციისთვის, 28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.