სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღიარებული მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიიღო, დალოცა და წარმატებები უსურვა. აღნიშნული შეხვედრის ფოტოები და ვიდეო კადრები საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.
ფაქტს სოციალურ ქსელში, დეკანოზი ილია ჭიღლაძე გამოეხმაურა.
„თავსაფარი ხომ აფარია და ბაყვების გამოჩენას რას დაეძებ, უწმისგან ნაკურთხია
ნამდვილად ქრისტიანულია
მთავარია შარვალი არ აცვია“,- წერს დეკანოზი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„რა იღბლიანი უნდა იყო, რომ შენ მოგეწეროს ქვეყნის სინათლეში გაყვანა“ - ნათია ფანჯიკიძე