ნეპალის და ტიბეტის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1000-ს გადასცდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კატმანდუს პოლიციის ცნობით, მხოლოდ ნეპალში 1007 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ტიბეტში სტიქიურ უბედურებას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ნეპალის პოლიციის ცნობით, 4600 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათ შორის არის ასობით უცხოელი ტურისტი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ღვარცოფის მიზეზი მყინვარის ჩამოშლა გახდა. ყინული ღვარცოფულ ნაკადად იქცა, რომელიც წყლისგან, ტალახისგან და ყინულისგან შედგებოდა. ამის გამო მდინარე ბხოტე-კოში, რომელიც ტიბეტში იღებს სათავეს, და შემდეგ ნეპალში გრძელდება, ნაპირებიდან გადმოვიდა. ბევრი სოფელი მთლიანად დაინგრა და მოსახლეობამ მთელი ქონება დაკარგა.
სამაშველო ოპერაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ამ პროცესს ცუდი ამინდი და ახალი წყალდიდობის საფრთხე ართულებს.
წყარო: newshub.ge