Digest Logo

ნეტავ მანახა ქვეყანა, რომელიც ჰააგის გადაწყვეტილების საფუძველზე პუტინს დააკავებს - სიმონიანი

1679075605
მარგარიტა სიმონიანი

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა, რასაც კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა.

მან არაპირდაპირი მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ ქვეყანას, რომელიც პუტინის დაკავებას „გაბედავს“, რუსეთისგან დაბომბვა შეიძლება ელოდეს.

„ნეტავ მანახა ქვეყანა, რომელიც ჰააგის გადაწყვეტილების საფუძველზე პუტინს დააკავებს. 8 წუთი, თუ რა საფრენი დროა მის დედაქალაქამდე? “, - წერს სიმონიანი.