Digest Logo

ნიგერიაში, სკოლიდან გატაცებულმა 50-მა ბავშვმა გაქცევა მოახერხა

1763965150
ბავშვმა გაქცევა მოახერხა

ნიგერიაში, კათოლიკური სკოლიდან გატაცებული 303 ბავშვიდან 50-მა გაქცევა მოახერხა. ნიგერიის ქრისტიანთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი უკვე ოჯახებში დაბრუნდნენ.

დარჩენილი 265 ბავშვისა და 12 მასწავლებლის გადასარჩენად ოპერაცია კი გრძელდება. გამტაცებლებს მძევლების დაბრუნების თხოვნით რომის პაპმა, ლეო XIV მიმართა. მან მომხდართან დაკავშირებით „უზარმაზარი სევდა“ გამოხატა და ნიგერიის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა.

ინციდენტი გასულ პარასკევს, ნიგერის შტატში მოხდა. ამასთან, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა რამდენიმე შტატში სკოლების დახურვის ბრძანება გასცეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა რისკებს შეიცავს მშენებარე ბინის შეძენა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მყიდველმა? - სპეციალისტის განმარტება

⭕ გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

⭕„ეცადეთ იუმორით გამოხვიდეთ მდგომარეობიდან...“ - 24 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

წყარო: imedinews.ge