Digest Logo

🎥 „უძრავი ქონების ყიდვისას მთავარი რისკი რეესტრში იწყება“ - ოთარ ნარჩემაშვილის გაფრთხილება საზოგადოებას

1763964877
ოთარ ნარჩემაშვილი

რა რისკებს შეიცავს მშენებარე ბინის შეძენა, რა უნდა გავითვალისწინოთ და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მყიდველმა? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, იურისტმა, სამშენებლო სამართლის ექსპერტმა, ოთარ ნარჩემაშვილმა ისაუბრა:

„როდესაც უძრავ ქონებას ვყიდულობთ, არა აქვს მნიშვნელობა ის არის დასრულებული თუ არა, პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ საჯარო რეესტრში, არის თუ არა დარეგისტრირებული. ეს გვაძლევს იმას, რომ ხომ არ აქვთ მესამე პირებს მისი მოთხოვნის უფლება, ხომ არ არის რაიმე პრეტენზია და ხომ არ აქვს ყადაღა დადებული.

როდესაც ამ ყველა პროცედურას განვახორციელებთ და ყველაფერს დავაზუსტებთ, კარგი იქნება ვიცოდეთ ფაქტობრივი ინფორმაცია და მდგომარეობა შეესაბამება თუ არა ერთმანეთს. იყო ასეთი შემთხვევები, როცა უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, თუმცა მისი მდგომარეობა მონაცემებს არ შეესაბამებოდა.

დღესდღეობით ასეთი რაღაც იშვიათობას წარმოადგენს.

ეს იმის ბრალი იყო, რომ სხვაგვარად შენდებოდა უძრავი ქონება და არ ემთხვეოდა ფართის ფართობი და ა.შ.“, - აღნიშნა ოთარ ნარჩემაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

⭕„ეცადეთ იუმორით გამოხვიდეთ მდგომარეობიდან...“ - 24 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„ანალიტიკური გონება და ზუსტი, დეტალური კომუნიკაცია...“ - მერკურის მახასიათებლები მიწის სტიქიებში