მსოფლიოში ცნობილი Walt Disney Animation Studios 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ამიტომაც, მათ მაყურებლისათვის მთავარი გზავნილის გადასაცემად შექმნეს ანიმაციური ფილმი, სახელად Wish (სურვილი).
აღსანიშნავია, რომ ეს სტუდიის 62-ე ანიმაციური ნამუშევარია.
This Wish - სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი სიმღერაა, რომელსაც სილამაზისა და სიძლიერის ჰიმნი უწოდეს. მას არიანა დებოსი ასრულებს.
სწორედ ამ სიმღერას მოჰყვა არა ერთგვაროვანი გამოხმაურება, განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში.
საქმე ის არის, რომ სიმღერას მთავარი გმირი 29 სხვადასხვა ენაზე ასრულებს. მათ შორის კი, ქართულად. თუმცაღა, „ქართულად“ წარმოთქმული „სიტყვები“ ასე ჟღერს:
„ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, აჰ-აჰ“.
სიმღერის ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, უამრავი ქართველი მაყურებელი აკომენტარებს, ბევრიც აზიარებს ვიდეოს საკუთარი ინტერპრეტაციით:
„დისნეის სტუდიამ, ეჰეჰეჰეი ქართველებო, გვიყვარხართ და გვჯერა თქვენიო, მალე სხვა სიტყვებსაც ვისწავლითო", - წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.
ბევრი ხუმრობს და ქართული ენის გაკვეთილებსაც სთავაზობენ ავტორებს.
„ამ უნიჭო სიმღერას მხოლოდ იმიტომ ვუსმინე რომ გამეგო, ქართულად რას როგორ წაიმღერებდნენ და ჰეი ჰეი ჰეიო... ყურებიდან სისხლი მომდის“
„ზოგმა არც იცის რომ ვარსებობთ და ჰეი ჰეი და იქნებ დაგვგუგლოს და შემდეგ ანიმაციაში იქნება ნაცარქექია გამოჩნდეს“
„ევროვიზიებზეც სულ ეჰეჰეიი სიტყვებით დაწერილი სიმღეერებით გავდივართ და აბა რა გვეგონა“
„კიდევ ერთხელ, ახლაც იგივე პრობლემაა:(
ზოგმა, უკვე, რას " შეგვიკიკინე", ამ შენი " ხელოვნურმა ინტელექტმა, ქართული არ იცის" პრობლემითო:(
ხოდაა, ეს თარგმნები, ყველა , სხვა ენაზე არის " ბიგ დეითაში" და ჩვენ ვართ " სმალლ დეითა" ...
იქნებ, „ხლა , მაინც მიხვდნენ, რომ აუცილებელია " ეროვნული პროგრამა", რომ ქართული ენა მოხვდეს " ბიგ დეითაში"… სახელმწიფომ ამაში უნდა ჩადოს თანხები... უკვე ჩამოვრჩებით.
Open AI მ არა მგონია უარი გვითხრას, თუ ვითანამშრომლებთ.“
„ოდელია დელა მაინც ეთქვა“
„ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენ გვეკაიფება“, - წერენ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „4 წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა... თვლიდა, რომ შემეძლო გადამერჩინა“ - რუსუდან ფეტვიაშვილი მეუღლეზე