გლობალურ ბირჟებზე ოქრო იაფდება.
Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 23 აშშ დოლარით შემცირდა და 4 108 დოლარი შეადგინა.
ოქრო გაიაფდა ქართულ ბაზარზეც.
გასულ დღეებში 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 360 ლარი ღირდა, მაშინ როცა დღეს ძვირფასი ლითონის ფასი დაახლოებით 357 ლარის ფარგლებშია.