რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სიყვარულში ამ ზაფხულს - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა მიხილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა:
„მზე ლომის ზოდიაქოშია. ლომი კი სიყვარულის სიმბოლოა. ამიტომ საუკეთესო პერიოდი სასიყვარულო კონტაქტებისთვის არის ზაფხული ან აგვისტო. ამიტომ აგვისტოში ხდება უამრავი შეხვედრა და ახალი ნაცნობობა. ქორწინებისთვის კარგი პერიოდია.
გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი რამდენიმე დღის წინ გადავიდა ერთი წლით ლომის ზოდიაქოში. ლომი, ეს არის შოუ, სპექტაკლი. განსაკუთრებული მოვლენები, რომლებიც იქნება განსაკუთრებულად შთამბეჭდავი. მოემზადეთ! პომპეზურობის დრო მოდის. აგვისტო იქნება სავსე ასეთი მოვლენებით. საქართველოში განსაკუთრებით. შემოდგომა იქნება თბილი და მშვიდი.
აგვისტოში ორი დღე ითხოვს განსაკუთრებით ყურადღებას: 12 და 28 აგვისტო. გვაქვს მზის და მთვარის დაბნელებები. ზოგიერთს აქ ტვინი უბნელდება და არაადეკვატური ხდება. შესაბამისად ამ ორ დღეს არაფერი დაგეგმოთ. იყავით ფრთხილად. დანარჩენი აგვისტო სტაბილურია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
რა ელის ზაფხულში ზოდიაქოს ცალკეულ ნიშანს და რა ტენდენციები მოდის წინა პლანზე - ასტროლოგი ამ საკითხსაც შეეხო:
♈ ვერძი
მაღალი შესაძლებლობა გაქვთ ქორწინების. შესაძლოა გაჩნდეს ახალი რომანტიკული ურთიერთობა. თქვენგან სამყარო ითხოვს სასწორობას. პრობლემები გადაწყვიტეთ დიპლომატიურად და კომპრომისით. სამართლიანობა წინა პლანზე წამოსწიეთ. შემოქმედებითი პერიოდი გაქვთ. 23 ივლისიდან იმატებს ენერგოტონუსი.
♉ კურო
სხვანაირი პერიოდი აქვს ცოტა. გახდება ცოტა პედანტი. ზედმეტად მოწესრიგებული ხდება და შენიშვნების მიზეზს ეძებს. გეძლევათ საშუალება დაალაგოთ ბევრი რამ. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯები. კარგი პერიოდია სანათესავო კონტაქტებისთვის.
♊ ტყუპები
სიყვარულის დროა. მოემზადეთ, კარგი დროა ახალი რომანტიკული ურთიერთობებისთვის, არსებულის გასაღრმავებლად და ქორწინებისთვის. ქარიზმა და შარმი გემატებათ. მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდია. წარმატებების დიდი შანსი გაქვთ.
♋ კირჩხიბი
კარგი პერიოდი გაქვთ. ეს არის ოჯახთან ერთად დასვენების პერიოდი. ბავშვები საოცრად გაიხარებენ. ინტუიცია გაქვთ ძლიერი. მასზე დაყრდნობით სწორად მოქმედებთ. დაისვენეთ აგვისტოში, რადგან ენერგოტონუსი შედარებით დაბალია.
♌ ლომი
ლომის დროა. ქარიზმატული და მიმზიდველია. ყველაფერი გამოსდის. იდეების განსახორციელებლად კარგი დროა. სიყვარულსა და ქორწინებაში საუკეთესო დროა. გაქვთ ყველაზე მაღალი შანსები, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. ხართ მიმზიდველები. დასვენება იქნება არნახული შთაბეჭდილებებით სავსე.
♍ ქალწული
თქვენგან სამყარო ამ პერიოდში ენაზე კბილის დაჭერას ითხოვს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის რომანტიკულ ურთიერთობებზე. დაისვენეთ აგვისტოში მეტად, ვიდრე იმუშავებთ. დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. როგორც კი მე თქვენ ზოდიაქოში გადავა, ამოისუნთქავთ.
♎ სასწორი
ვენერა, სილამაზის და სიყვარულის მმართველი თქვენი პლანეტაა. აგვისტოში გადადის ზუსტად თქვენ ზოდიაქოში. კიდევ ერთი ფავორიტი გვეყოლება და ეს სწორედ სასწორია. გაქვთ საშუალება წარმატებას მიაღწიოთ სიყვარულსა და ფინანსებში. აამაღლეთ თქვენი არსებული სასიყვარულო ურთიერთობები. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მშვენიერი.
♏ მორიელი
აგვისტოს 5 რიცხვს შემდეგ იფიქრეთ დასვენებაზე. იქამდე შეგიძლიათ მოძლიერდეთ, როგორც ფინანსურად ისე ფიზიკურად. შემდეგ ენერგოტონუსი დაბალია.
♐ მშვილდოსანი
16 სექტემბერს, 9 თვის შემდეგ შავი მთვარე გამოვა თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან. დაგანებებთ თავს. მოითმინეთ ცოტა ხანს. იყავით ყურადღებით და გამოიჩინეთ სიფრთხილე. ჯამში აგვისტო ნაყოფიერი და კარგი ტენდენციებითაა სავსე. შარმი და მიზიდულობა მაღალია.
♑ თხის რქა
აგვისტო ცუდი არ არის საქმისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი დაასრულეთ 5 ან 10 რიცხვამდე. შეიძლება გაუმჯობესდეს ფინანსური მდგომარეობა. შემდეგ კი საჭიროა დასვენება. გინდათ ზღვა გინდათ მთა. ამ დასვენების დროს შეგიძლიათ საქმეც გააკეთოთ და კარგი დოც გაატაროთ. შესაძლოა ეს ზაფხული დაუვიწყარი იყოს.
♒ მერწყული
ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობისთვის. მეტი იმოგზაურეთ. უცხოელებთან კონტაქტებისთვის კარგი დროა. მატულობს ოპტიმიზმი, თავს უკეთ იგრძნობთ. ჩამოყალიბდება საინტერესო აზრები. საერთო ჯამში ეს პერიოდი თქვენთვის კარია.
♓ თევზები
ზღვასთან ურთიერთობა უპირატესია თქვენთვის. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ თან დაისვენოთ თან იმუშაოთ. შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეთ. ენერგოტონუსი 5 რიცხვამდე დაბალია. შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერი აქტივობით დაკავდეთ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვერ ვღალატობ იმერლებს და ჩემ ბებიებს“ - გაიცანით ზესტაფონში პირველი ქალი ავტობუსის მძღოლი