Digest Logo

ორსული ენ ჰეთუეი ჟურნალ ELLE-ის ობიექტივში: ვარსკვლავის შთამბეჭდავი გამოჩენა

1782977933
ენ ჰეთუეიენ ჰეთუეი

ჰოლივუდის ვარსკვლავისა და ოსკაროსანი მსახიობის ენ ჰეთუეის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, იგი მესამე შვილს ელოდება. 43 წლის მსახიობმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ორიგინალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას ამცნო, აღნიშნული ორსულობის შესახებ.

ამჯერად ენ ჰეთუეის საოცარ ფოტოებს პოპულარული მოდის ჟურნალი, ELLE-ე ავრცელებს.

რამდენიმე კვირის ორსული მსახიობი კადრებში საოცრად ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურება. 

შეგახსენებთ, რომ ენ ჰეთუეი და მისი მეუღლე, ადამ შულმანი, 2012 წლიდან ქორწინებაში იმყოფებიან და უკვე ზრდიან ორ ვაჟს - ჯონათანსა და ჯეკს. ვარსკვლავი ადრეულ ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა დედობის სირთულეებსა და რეპროდუქციულ პრობლემებზე, რის გამოც მისი ორსულობის ყოველი ახალი ამბავი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით ემოციურია.