ოსკარების დაჯილდოება შეიძლება გლამურისა და ბრწყინვალების სიმბოლოდ მოგეჩვენოთ ტელევიზორიდან, მაგრამ ფოტომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, კარგად აჩვენა, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის.
ოსკარები 2026-ზე შეკრებილი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ახლოს მსხდომმა სტუმრებმა, რომლებმაც იქ მოსახვედრად დიდი რაოდენობით თანხა გადაიხადეს, რათა საყვარელი ვარსკვლავები ახლოდან ენახათ, დარბაზში საკვების უამრავი ნარჩენები დატოვეს. აღნიშნულს კი საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა.
„ეს იმის ადამიანების ნამოქმედარია, რომლებიც ხმამაღლა ქადაგებენ მორალზე, პატივისცემაზე და პლანეტის გადარჩენაზე… მაგრამ უკან ამას ტოვებენ“,
„რა სამარცხვინოა, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ უნდა დატოვოს ადგილი სუფთა“,
„ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, მართლა ოქრო არ არის…“,- წერენ აღშფოთებული ადამიანები.

Clean up on aisle ALL#Oscars pic.twitter.com/pVxS56QmRm
— Matt Neglia (@NextBestPicture) March 16, 2026