
13 მარტს ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარი 2023“ წლის გამარჯვებულები დაასახელა.
„ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმმა „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გაიმარჯვა.
„ოსკარის“ რიგით 95-ე ცერემონია 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამარჯვებულთა სია ძირითად კატეგორიებში 👇
✔️ საუკეთესო ფილმი - „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“
✔️ საუკეთესო რეჟისორები - დენ კვანი და დანიელ შაინერტი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“
✔️ საუკეთესო მსახიობი ქალი - მიშელ იეო „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“
✔️ საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ბრენდან ფრეიზერი „ვეშაპი“
✔️ საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი - ჯეიმი ლი კერტისი
✔️ საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი - კე ჰუი კუანი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“
✔️ საუკეთესო ორიგინალური სცენარი - „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“
✔️ საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - „ქალები საუბრობენ“
✔️ საუკეთესო კინემატოგრაფია - ჯეიმს ფრენდი „დასავლეთის ფრონტზე“
✔️ საუკეთესო ანიმაციური ფილმი - გილერმო დელ ტოროს „პინოქიო“
✔️ საუკეთესო უცხოური ფილმი - „დასავლეთის ფრონტზე“
✔️ საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - „ავატარი: წყლის გზა“
✔️ საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „ნავალნი“
✔️ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "A Irish Goodbuy"
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
🔵„შენ ჩემი საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარი ხარ“ - ნათია თოდუა შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 51 წლის ქალს დეიდა რაფერ დავუძახო, ბებიაჩემი 50 წლისაა - ლუკა შუბითიძის სახალისო ვიდეო