„ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონია გაიმართა ლოს-ანჯელესში. კინოაკადემიის დაჯილდოებას ლეგენდარული კომიკოსი კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა, რომელმაც საღამო იუმორით და პოლიტიკური ხუმრობებით გაახალისა.
გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი - One Battle After Another
დაჯილდოების გამოკვეთილი ლიდერი პოლ ტომას ანდერსონის „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ გახდა. ფილმმა 13 ნომინაციიდან 6 ოსკარი მიიღო, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, რეჟისორი და ადაპტირებული სცენარი. წარსულში 11 ნომინაციის შემდეგ ეს იყო ანდერსონის კარიერაში პირველი ოსკარი.

ოსკარის ცერემონიაზე ლეონადრო დი კაპრიო ასევე გამოჩნდა თავის მოდელ შეყვარებულთან, ვიტორია ჩერეტისთან, რაც იშვიათი საჯარო გამოჩენა იყო წყვილისთვის და ცხადია, ყვითელ მედიას არ გამორჩენია ეს ფაქტიც.

საუკეთესო რეჟისორი: პოლ ტომას ანდერსონი, One Battle After Another
პოლ ტომას ანდერსონის გამარჯვება მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება გახდა. რეჟისორი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთხელ იყო ნომინირებული, ამჯერად აკადემიამ საბოლოოდ დააჯილდოვა. ფილმი ასევე საღამოს ერთ-ერთ მთავარ ტრიუმფად იქცა და რამდენიმე მნიშვნელოვან კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი: მაიკლ ბ. ჯორდანი, Sinners
პირველი ნომინაცია და პირველი ოსკარი ხვდა წილად მაიკლ ბ. ჯორდანს ფილმისთვის „ცოდვილნი“. საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში მის მთავარ კონკურენტად ტიმოთი შალამე მიიჩნეოდა. მსახიობმა რთული და ემოციური როლით აკადემიის აღიარება დაიმსახურა და კარიერაში პირველი ოსკარი მოიპოვა. მისი შესრულება კრიტიკოსებმაც განსაკუთრებულად შეაფასეს, რის შედეგადაც ჯორდანი წლის ყველაზე გამორჩეულ მსახიობად დასახელდა.

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი: ჯესი ბაკლი, Hamnet
ჯესი ბაქლი წლევანდელი დაჯილდოებების სეზონის უპირობო ლიდერი იყო. მან „ჰამნეტში“ შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის, BAFTA-ს, Critics Choice-ისა და მსახიობთა გილდიის შემდეგ კარიერაში პირველი ოსკარიც მოიპოვა.


მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის როლისთვის - შონ პენი (One Battle After Another)
ლეგენდარულმა მსახიობმა შონ პენმა საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის როლისთვის ოსკარი მოიგო და ამით კარიერაში უკვე მესამე ოსკარის მფლობელი გახდა.

მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლისთვის - ემი მედიგანი (Weapons)
ცნობისთვის, 75 წლის მსახიობმა პირველად მოიგო ოსკარი ფილმისთვის Weapons და სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა თავის მეუღლეს, რამაც დარბაზში ემოციური შეძახილები და ოვაციები გამოიწვია.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი - KPop Demon Hunters

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი - Sentimental Value

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Mr. Nobody Against Putin
