Digest Logo

ოსკარებზე წარუმატებელი საღამო - გაიგეთ, რატომ დარჩა ტიმოთი შალამე ჯილდოს გარეშე?

1773748840
ტიმოთი შალმე

2026 წლის ოსკარების ცერემონიაზე მსახიობმა ტიმოთი შალამე მთავარი ჯილდოს გარეშე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეობით ფილმი „მარტი დიდებული“ 9 ნომინაციაში იყო წარდგენილი.

აღნიშნული ფაქტი კი გასაკვირი იმიტომ აღმოჩნდა, რომ შალამე ერთ-ერთ ფავორიტად განიხილებოდა. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მედიის ნაწილი ვარაუდობს, რომ ბოლო პერიოდში მსახიობის გარშემო განვითარებულმა სკანდალმა, რომელიც მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, შესაძლოა, გავლენა მოახდინა საერთო განწყობებზე.

მსახიობმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ „ოპერა და ბალეტი ისეთი სფეროა, რომელიც, თითქოს, აღარავის აინტერესებს“, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან მკვეთრი კრიტიკის მიზეზი გახდა.

აღნიშნულ კომენტარს უარყოფითი რეაქციები მოჰყვა ასევე, საზოგადოების ნაწილისგან, რომლებიც ამას კლასიკური ხელოვნების დაკნინებად მიიჩნევდნენ.

ოსკარების სცენაზეც კი არაერთი ხუმრობა შეეხო ამ თემას, რამაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი სკანდალს. 

მიუხედავად იმისა, რომ კინო კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამარჯვებულის განსაზღვრა უფრო პროფესიულ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული, გავრცელებულია მოსაზრებაც, რომ მსგავსმა განცხადებებმა და მის გარშემო შექმნილმა ნეგატიურმა ფონმა შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე.

ოსკარების 2026 წლის ცერემონია 15 მარტს გაიმართა ლოს-ანჯელესში, სადაც საუკეთესო მსახიობის ჯილდო საბოლოოდ სხვა კანდიდატებს გადაეცათ.